Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აკვაკულტურის შესახებ article 10 აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სხვა ვალდებულებები. 1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონით, აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა და სანებართვო პირობების შესრულება. 2. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აკვაკულტურის ობიექტში ნებისმიერი დაავადებული წყლის ორგანიზმის არსებობის შესახებ, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წყლის დაბინძურებისა და გარემოსა და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების სხვაგვარი გაუარესების თაობაზე. 3. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდების შემდეგ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მითითება ან რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. 4. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, აკვაკულტურის ობიექტის განადგურებისა და დეზინფექციის ჩატარების ჩათვლით, რათა თავიდან აიცილოს დაავადების როგორც აკვაკულტურის კონსტრუქციაში, ისე აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გავრცელება. 5. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. |
აკვაკულტურის შესახებ article 10 6. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ წერილობით მიმართვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიაწოდოს მას აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია. 7. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ნებართვის გამცემს ყოველწლიურად, 30 იანვრამდე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სანებართვო პირობების შესრულების, წლის განმავლობაში მოშენებული აკვაკულტურის ობიექტების (სახეობების მიხედვით) ოდენობების, აკვაკულტურის ობიექტების გამოზრდის ციკლის, სარეალიზაციო ზომების, მათთვის გამოყენებული საკვებისა და საკვები დანამატების ოდენობების (სახეობების მიხედვით) შესახებ. |