Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ article 7 საერთო კრება. 1. საკრედიტო კავშირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული უფლებების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საკრედიტო კავშირის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საერთო კრება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც, წლიური ბალანსის სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხილვისა და დამტკიცებისათვის. 2. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა არჩევა-გადარჩევა; გ) გამგეობის მიერ წარდგენილი საკრედიტო კავშირის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და მის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის დამტკიცება; დ) საკრედიტო კავშირის შემოსავლების გამოყენების, აგრეთვე ზარალის დაფარვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; ე) საერთო რეზერვის შექმნა, მისი მოცულობის დადგენისა და გამოყენების პროცედურების განსაზღვრა; ვ) ფილიალების შექმნა; ზ) საკრედიტო კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თ) საკრედიტო კავშირის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გამოუყენებელი სახსრების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; |
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ article 7 ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა. 4. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 60 პროცენტისა, ხოლო საგანგებო კრებას – 40 პროცენტისა. საერთო კრების განმეორებით მოწვევის შემთხვევაში იგი ჩაითვლება გადაწყვეტილებაუნარიანად, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. საერთო კრება მოიწვევა ერთიდან სამ კვირამდე დროის განმავლობაში, მისი მოწვევის თაობაზე წესდებით გათვალისწინებულ გაზეთში ან ამავე წესდებით განსაზღვრული სხვა საშუალებით განცხადების გამოქვეყნებით. |