FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  21

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუცემლობა.
1. პირზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება არ გაიცემა, თუ:
    ა) პირი არ წარადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების აუცილებლობის დასაბუთებას;
    ბ) შემოწმების პროცედურის ჩატარების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, პირი საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს;
    გ) პირი უარს ამბობს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებაზე ან არ არსებობს პირის თანხმობა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;
    დ) პირი თავის შესახებ არასწორ ცნობებს იძლევა.
2. პირს უფლება აქვს, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან/და სასამართლოში.