Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 95 არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. 1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები. 3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს სააგენტო პენიტენციურ სამსახურს უგზავნის. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 95 4. პენიტენციური სამსახური ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესწავლის შედეგებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს უგზავნის. შესწავლის შედეგები და მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ნაწილია. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 95 5. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. 6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 3-1 ნაწილით გათვალისწინებული შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, შინაპატიმრობის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის 1 დღე – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 95 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიცავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის და მისი გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას, აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. 8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აგრეთვე პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ მისაღებ ზომებს. 9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ. |