FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  153

საჯარიმო სანქციები.
1. კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევისათვის.
2. კომისია საქმიანობის განცალკევებასთან ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორი ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან დააკისროს მას ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 10%-ს.
21. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრული ბაზარზე მანიპულაციის,  ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  153

3. კომისია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში რეგულირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან მას დააკისროს 5 000-დან 75 000 ლარამდე ჯარიმა, თუ რეგულირებული საწარმო:
    ა) ანგარიშების განცალკევებისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე ახორციელებს რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას, რომელთა შორის ერთი ან ერთზე მეტი ენერგეტიკული საქმიანობაა;
    ბ) არ წარუდგენს მას საქმიანობის ანგარიშს;
    გ) კომისიას, სისტემის ან/და ბაზრის ოპერატორს არ აწვდის მათ მიერ მოთხოვნილ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მის, როგორც რეგულირებული საწარმოს, საქმიანობასთან ან/და საჭიროა მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად;
    დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით უარს აცხადებს მისი ოპერირებისადმი დაქვემდებარებულ სისტემაზე დაშვებაზე;
    ე) არღვევს სალიცენზიო პირობებს;
    ვ) არ ასრულებს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნებს;
    ზ) არღვევს ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  153

4. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით დააკისროს სანქცია პირს, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას ლიცენზიის ან შესაბამის შემთხვევაში სერტიფიცირების თაობაზე საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ან თუ იგი ამ კანონის შესაბამისად არ ატყობინებს კომისიას საქმიანობის დაწყების შესახებ.
5. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად რეგულირებული საწარმოს მიმართ გამოიყენოს ენერგეტიკული და პროფესიული საქმიანობის განხორციელების 1 წლამდე ვადით აკრძალვა.
6. კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა შესაბამის დასაბუთებასთან ერთად აღინიშნება კომისიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მიღებულ გადაწყვეტილებაში.
7. დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.