Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 721 საგადასახადო დოკუმენტი. 1. საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომ − სდ) არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც გამოიწერება: ა) ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას; ბ) საქონლის მიწოდებისას; გ) მომსახურების გაწევისას. 2. სდ-ის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა. 3. დღგ-ის გადამხდელისათვის სდ არის დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი. 4. სდ-ის გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში დადგებოდა სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისას/ გამოუწერლობისას. 5. სდ-ის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევისას გამოიყენება შესაბამისად სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისა და წარდგენის წესთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები. 6. სდ შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. |