FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  71

მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა.
1. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგინდეს აუცილებელი გზა ან/და სერვიტუტი, თუ ეს განპირობებულია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან კერძო ინტერესებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტს არეგისტრირებს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
3. თუ აღმოიფხვრა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც დადგინდა ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო აუქმებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ აქტს.