Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 3 სააგენტოს კომპეტენცია. ამ კანონის მიზნებისათვის სააგენტო ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) კომპეტენციის სერტიფიკატისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემას ან/და დადასტურებას; ბ) მეთევზე-მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგს; გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებას და სისტემურ მონიტორინგს; დ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარებას; ე) კომპეტენციის სერტიფიკატისა და სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას; ვ) სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმებას და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას; ზ) კომპეტენციის სერტიფიკატისა და სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრას, შესაბამისი გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას; თ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და გამოცემას; ი) ამ კანონის დარღვევისათვის კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; |