Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 142 ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება. 1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ, შეზღუდული დაშვების არეალებში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამგვარ არეალებში შესვლის და უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასთან დაშვების წესი, პროცედურა და პირობები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. 2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას იმგვარად უნდა დახარისხდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების მქონე ინფორმაციის აღნიშნული მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაციისგან გამიჯვნა და შენახვა. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაცია უნდა გაანადგუროს უფლებამოსილმა ორგანომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების დროს, დადგენილი პერიოდულობით. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დახარისხების წესი, პროცედურა და ტექნიკურ-ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 142 3. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის სათანადო დაცვისათვის პასუხისმგებელი არიან უფლებამოსილი ორგანო და სპეციალური სამსახური. |