Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ article 13 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი. 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. 2. მინისტრის ბრძანების პროექტი წინასწარი სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს. მთავრობის აპარატი მინისტრის ბრძანების პროექტის გადაცემიდან შვიდი დღის ვადაში გასცემს დასკვნას ნორმატიული აქტის პროექტის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. მთავრობის აპარატის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში მინისტრის ბრძანების პროექტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ article 13 3. თუ მთავრობის აპარატი მისთვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან 7 დღის ვადაში არ გასცემს შესაბამის დასკვნას, მინისტრის ბრძანების პროექტი ჩაითვლება მთავრობის აპარატის მიერ მოწონებულად, ხოლო მთავრობის აპარატის დადებითი დასკვნა – მიღებულად. 4. წინასწარი სამართლებრივი ექსპერტიზის დროს გაცემულ მთავრობის აპარატის დასკვნას მინისტრის ნორმატიული აქტების მიმართ აქვს სავალდებულო ხასიათი. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სტუქტურულ ერთეულებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება. |