Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 102 კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი. 1. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი მოქმედებს ამ კანონითა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები. 5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კიბერუსაფრთხოების სფეროში თავდაცვის პოლიტიკის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 102 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების შესახებ დასკვნით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა. 1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 9-1 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების შესახებ დასკვნით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. |