FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  45

შერეული შესყიდვა.
1. შესყიდვა შერეულია, თუ შესყიდვის ხელშეკრულება ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ სხვადასხვა შესყიდვის ობიექტს მოიცავს ან/და იგი სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმით რეგულირდება.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაყოს შერეული შესყიდვა და შესყიდვის ხელშეკრულებები ცალ-ცალკე დადოს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დადოს შერეული შესყიდვის ხელშეკრულება.
3. დასაშვებია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად ერთი შესყიდვის ხელშეკრულებით სხვადასხვა შესყიდვის ობიექტის შესყიდვა. ეს შესყიდვის ობიექტები შესყიდვის ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია თითოეული შესყიდვის ობიექტის მიმართ დაიცვას ამ კანონით მონეტარულ ზღვრებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, შერეული შესყიდვის ხელშეკრულების დადება დასაშვებია აგრეთვე, თუ შესყიდვის დაყოფა ობიექტურად შეუძლებელია, რაც უნდა დასაბუთდეს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-5–მე-9 პუნქტებით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  45

5. შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანია სხვადასხვა შესყიდვის ობიექტი, უნდა დაიდოს შესყიდვის ხელშეკრულების ძირითადი საგნის მარეგულირებელი წესების შესაბამისად. შესყიდვის ხელშეკრულების ძირითადი საგანია ყველაზე მაღალი სავარაუდო ღირებულების მქონე შესყიდვის ობიექტი.
6. შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ამ კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულ მომსახურებას, ისე სხვა სახის მომსახურებას, უნდა დაიდოს შესყიდვის ხელშეკრულების იმ ნაწილის მარეგულირებელი წესების შესაბამისად, რომლით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაც უფრო მაღალია.
7. შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვას, ისე იმ შესყიდვას, რომელზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება, შესყიდვის ხელშეკრულების ძირითადი საგნის მიუხედავად, უნდა დაიდოს ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის შესაბამისად შესყიდვის ხელშეკრულებების ცალ-ცალკე დადებას გადაწყვეტს, თითოეული შესყიდვის ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება მათი ბუნებიდან გამომდინარე.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  45

8. შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ამ კანონის XI თავით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვას, ისე ამავე კანონით გათვალისწინებულ სხვა საჯარო შესყიდვას, უნდა დაიდოს იმავე თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
9. თუ შესყიდვის ხელშეკრულება მოიცავს საქონელს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის, შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად გამოსაყენებელი წესები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ უპირატესად რა მიზნისთვისაა განკუთვნილი ეს საქონელი.