Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 62 ხარისხის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის მართვის სტანდარტები. 1. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში ეკონომიკური ოპერატორის ხარისხის სისტემის შემოწმებას მოითხოვს, მან უნდა მიმართოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს, რომლებიც შესაბამისი ქვეყნის სერტიფიცირების კონკრეტულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და კანონით დადგენილი წესებით სერტიფიცირებულია აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა აღიაროს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის მიერ თანაბარი ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი სხვა, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობა, განახორციელოს ამ კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, შესაძლებელია დადასტურდეს ერთ-ერთი შემდეგი გზით: ა) გარემოს დაცვის მართვისა და აუდიტის სისტემაში (EMAS) რეგისტრაციით; ბ) აკრედიტებული ორგანოს მიერ საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით გაცემული სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს გარემოს დაცვის ევროპულ ან საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 62 გ) საქმიანობის გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის ეკვივალენტური შეფასებით, რომელიც საქართველოში შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოს დაცვის მართვის სისტემას/სტანდარტს. |