Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეკლამის შესახებ article 121 შედარებითი რეკლამა. შედარებითი რეკლამა დაიშვება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ის ერთმანეთს ადარებს ისეთ საქონელს ან/და მომსახურებას, რომლებიც გამოიყენება ერთი და იმავე საჭიროებისათვის ან მიზნისათვის; ბ) თუ ის ობიექტურად ადარებს ერთმანეთს საქონლის ან/და მომსახურების ერთ ან მეტ საგნობრივ, არსებით, შემოწმებად და ტიპურ თვისებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს ღირებულება; გ) თუ ის ბაზარზე არ იწვევს აღრევას რეკლამის დამკვეთსა და კონკურენტს ან რეკლამის დამკვეთისა და კონკურენტის სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო დასახელებებს, სხვა განმასხვავებელ ნიშნებს, საქონელსა და მომსახურებას შორის; დ) თუ ის არ ახდენს კონკურენტის მდგომარეობის, სავაჭრო ნიშნების, სავაჭრო დასახელებების, სხვა განმასხვავებელი ნიშნების, საქონლის, მომსახურების ან საქმიანობის დისკრედიტაციას; ე) თუ ის წარმოშობის მითითებით გამოშვებული პროდუქციის რეკლამირებისას, თითოეულ შემთხვევაში, მიუთითებს იმავე დასახელების პროდუქციას; ვ) თუ ის არ სარგებლობს კონკურენტის სავაჭრო ნიშნის, სავაჭრო დასახელების და სხვა განმასხვავებელი ნიშნის რეპუტაციით ან კონკურენტპროდუქტის წარმოშობის აღნიშვნით; ზ) თუ ის არ წარმოადგენს საქონლის ან/და მომსახურების რეპროდუქციას, რომელთა სავაჭრო ნიშანი და სავაჭრო დასახელება დაცულია. |