FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  39

სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ეფექტი საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე.
1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ საქართველოს პროკურატურის ინფორმირების შემდეგ.
2. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები წყვეტენ სამართალწარმოებას გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით.
3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას. იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო:
    ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისათვის გასულია ხანდაზმულობის ვადა;
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  39

ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში;
    გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულად;
    დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი;
    ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას.