FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  5

რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება.
1. თუ სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, პირს, რომელიც პოტენციურად უფლებამოსილია წარადგინოს რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.
3. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქონლის მფლობელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  5

4. სამსახური ვალდებულია, საქონლის შეჩერების დღესვე ან დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც საქონლის მფლობელს გაეგზავნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს (მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში) აცნობოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) საქონლის შეჩერების შესახებ და მიაწოდოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, სამსახურს უფლება აქვს, მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის წარდგენა.
5. თუ საქონლის მფლობელი რამდენიმე პირია, სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მხოლოდ ერთ პირს მიაწოდოს.
6. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის დასადგენად სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომ – „საქპატენტი“) ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი ობიექტის რეესტრში ასახული ინფორმაციით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს „საქპატენტს“ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს/უწყებას.
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  5

7. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას შესაჩერებელი/შეჩერებული საქონლის მიმართ განსახორციელებელი სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ.
8. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია წარადგინოს ელექტრონულად, შეტყობინებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
9. შეჩერებული საქონლის გაშვება ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, შემდეგ შემთხვევებში:
    ა) თუ ვერ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი;
    ბ) თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, მაგრამ აღნიშნული განაცხადი წარდგენილი არ იქნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და შესაბამისი წესის დაცვით ან სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე;
    გ) რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის თხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნული განაცხადი შეიცავს ინფორმაციას საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზის თაობაზე.
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  5

10. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახური აგრძელებს საქონლის შეჩერების ვადას 10 სამუშაო დღით და მოთხოვნის შესაბამისად აწვდის მას ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.