FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პოლიციის შესახებ

article  23

სპეციალური შემოწმება და დათვალიერება.
1. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, როგორც პრევენციული ღონისძიება, გულისხმობს სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად. სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.
2. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
    ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი საგანი, რომლის ფლობა სამართალდარღვევა ან სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე დადგენილი წესის დარღვევა იქნებოდა;
    ბ) ეს აუცილებელია უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ვინაობის დასადგენად;
    გ) პირი სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის კონტროლს.
პოლიციის შესახებ

article  23

3. პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სქესის პოლიციელის მიერ პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში  განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განსხვავებული სქესის პოლიციელის მიერ განხორციელება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.
4. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, ახორციელებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. გემის სპეციალური შემოწმება და დათვალიერება ხორციელდება:
    ა) დროშის სახელმწიფოს დასადგენად;
    ბ) გემის ეკიპაჟისა და მგზავრების ინსპექტირების მიზნით;
    გ) გემის უსაფრთხოების, სანავიგაციო-სანაოსნო საშუალებების, გარემოსდაცვითი და საყოფაცხოვრებო პირობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
6. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.
პოლიციის შესახებ

article  23

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.
8. თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.