FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3711

რეზოლუციის სამართლებრივი გარანტიები.
1. სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი იყენებს ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას, ამ კანონის 37-10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვა, ამ კანონის 37-10 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებებისთვის დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ამ კანონის 37-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპები, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
    ა) ეროვნული ბანკის მცდელობის მიუხედავად, სარეზოლუციო ინსტრუმენტის გონივრულ ვადაში გამოყენება შეუძლებელია;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3711

ბ) ეს აუცილებელი და პროპორციულია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციებისა და ძირითადი საქმიანობის შესანარჩუნებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ კომერციული ბანკის ძირითადი ოპერაციების, მომსახურებებისა და ტრანზაქციების უწყვეტობა;
    გ) ეს აუცილებელი და პროპორციულია ფინანსური სირთულეებისა და საფრთხეების ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებზე გავრცელების რისკების შესამცირებლად;
    დ) სხვა კრედიტორები იმაზე მეტად იზარალებენ, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვის შემთხვევაში.
4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში. ეს პრინციპი დაცული უნდა იქნეს რეზოლუციის საბოლოო შედეგით. თუ რეზოლუციის შემდეგ განხორციელებული შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით, ისინი უფლებამოსილი არიან ფულადი კომპენსაციის მიღება მოითხოვონ. ფულადი კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს სარეზოლუციო ფონდიდან.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3711

5. აქციონერების ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ რეზოლუციის რეჟიმის დასრულებამდე შეფასება ხორციელდება დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ. აღნიშნული შეფასება განსხვავდება ამ კანონის 37-3 მუხლით გათვალისწინებული შეფასებისგან. ეროვნული ბანკი ადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეფასების წესს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ შეფასების ფარგლებში გამორიცხული უნდა იქნეს როგორც სახელმწიფოს, ისე ეროვნული ბანკის მიერ ყველა სახის არსებული და პოტენციური ფინანსური დახმარება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს შეეძლო მიეღო სესხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად).
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3711

6. ვალდებულების გადაცემის შემთხვევაში დაუშვებელია ვალდებულებისა და მისი უზრუნველყოფის (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებებისა და შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივების) განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში რეზოლუციის ეფექტურად განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა მსგავსი სახისა და ღირებულების უზრუნველყოფით ჩანაცვლდება ან/და გადახდილი იქნება ფინანსური კომპენსაცია. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლებსაც ერთი და იგივე კონტრაჰენტი ჰყავს და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.
7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეზღუდოს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ან ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი პირობების დაცვა:
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3711

ა) უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც წარმოიშვა ამ ხელშეკრულების/შეთანხმების პირობების თანახმად, მხოლოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების შედეგად;
    ბ) შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით;
    გ) ამ ხელშეკრულების/შეთანხმების შემძენი მხარისთვის გადაცემისას აღნიშნული ხელშეკრულებიდან/შეთანხმებიდან გამომდინარე, მისი ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება აგრძელებს მოქმედებას შემძენი მხარის მიმართ, მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში;
    დ) კონტრაჰენტს უფლება აქვს, განახორციელოს ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის ამოწურვისთანავე ან იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი შეატყობინებს მას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების/შეთანხმების მესამე მხარისთვის გადაცემა არ განხორციელდება.