Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ article 6 რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის სტატუსი. 1. ამ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად იქმნება რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია (შემდგომში – კომისია) 3 წლის ვადით. კომისიის მიზნების ვადამდე მიღწევის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისია უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ვერ შეძლებს არსებული დავების სრულად გადაწყვეტას, იღებს გადაწყვეტილებას კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით გაგრძელების შესახებ. 2. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო. |