FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აკვაკულტურის შესახებ

article  9

აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობები.
1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
    ა) დაიცვას აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული პროდუქციის წარმადობის ზღვრული მოცულობები;
    ბ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განხორციელება;
    გ) განახორციელოს ღონისძიებები თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
    დ) მოაშენოს აკვაკულტურის ობიექტის ის სახეობა, რომელიც განსაზღვრულია აკვაკულტურის ნებართვით, და დაიცვას მისი ჩასმის სიმჭიდროვის მიმართ მოთხოვნები;
    ე) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩადინებამდე გაწმენდა;
    ვ) დაიცვას ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნები;
    ზ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა;
აკვაკულტურის შესახებ

article  9

თ) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილზე დაშვება;
    ი) უზრუნველყოს თევზის დაავადების ან/და დაღუპვის, აკვაკულტურის ობიექტის გარემოში გაღწევის (გაქცევის) შემთხვევის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; აანაზღაუროს აკვაკულტურის ობიექტის გაქცევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი;
    კ) აწარმოოს და შეინახოს აკვაკულტურის საქმიანობის არეალში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო საშუალებების, წყლის ცხოველური ორგანიზმების მიღებისა და გადატანის შესახებ ჩანაწერები;
    ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და მის მიერ მოთხოვნილი, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემები და ჩანაწერები;
    მ) აკვაკულტურის კონსტრუქცია უზრუნველყოს მტაცებლისგან დამცავი ბადით, აგრეთვე უზრუნველყოს საზღვაო წყლებში ან წყალსატევში არსებულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში შუქურების განთავსება და მონიშვნების მოწყობა;
    ნ) შეასრულოს აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები;
აკვაკულტურის შესახებ

article  9

ო) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 50 მ-3-მდე მოცულობის აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად დაადგინოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესი და შესაბამისი ვალდებულებები ან ამ  აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირი გაათავისუფლოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.