Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ტყის კოდექსი article 44 სახელმწიფო ტყის ფართობით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი. 1. ამ კოდექსით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა ელექტრონული აუქციონის საფუძველზე. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დასამზადებლად (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობისა), ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე, ხოლო თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. |
საქართველოს ტყის კოდექსი article 44 2. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა იმ პირობით, რომ ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მიმღები გადაიხდის სათანადო საფასურს და დაიცავს შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ სხვა პირობებს. 3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი და პირდაპირი წესით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. |