Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 123 ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება. 1. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. 2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს განცხადებას რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მათ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან რეგისტრაციაზე მოტივირებულ უარს ეუბნება. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. 4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 123 5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შემდეგი ფორმით/ფორმებით: ა) ხელმოწერების ფურცლების შევსებით; ბ) პარლამენტის ვებგვერდზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 123 6. ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერსა და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისთვის და პასუხს აგებს მათი გაყალბებისთვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 123 7. საინიციატივო ჯგუფისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად კანონპროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩეველი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს და ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას. 8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის იყენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ხელმომწერი პირის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, მისამართსა და მოქალაქეობას. 9. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: ა) არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს; ბ) ინფორმაციას არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შეგროვების შესახებ; |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 123 გ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას ადასტურებს. 10. შევსებული ხელმოწერების ფურცლები და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მათ ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. 11. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლებისა და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 25 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, პარლამენტის ბიურო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე უარს ეუბნება. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება. 12. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 123 ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; ბ) ხელმოწერების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს; დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს ამომრჩევლისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს; ე) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესრულებული არ არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 13. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს. 14. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება. კანონპროექტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 123 15. პარლამენტი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. |