FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  20

სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება.
1. ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს.
2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს.
3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  20

4. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  20

6. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს:
    ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას;
    ბ) პირის შემოწმების პროცედურას;
    გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას;
    დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;
    ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.
7. საიდუმლოობის გრიფების („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“) შესაბამისად დგინდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმები. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის კანონი №764 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.