FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  43

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ხელშეუხებლობა.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.