Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 19 პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია. 1. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება დარეგისტრირდეს უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა შესაფერის სამუშაოს. 2. პირი სამუშაოს მაძიებლად ელექტრონულად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში/სააგენტოში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირდება. 3. პირი სამუშაოს მაძიებლად ვერ დარეგისტრირდება, თუ: ა) ის არის 16 წლის და რეგისტრაციის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლედ ირიცხება; ბ) მან მიაღწია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკს; გ) (ამოღებულია - 21.09.2023, №3530); დ) ამ კანონის მე-20 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციის შეწყვეტიდან 18 თვე არ გასულა; ე) ის არ არის საქართველოს მოქალაქე. |