Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 80 ახალი კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება. 1. უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უპირატესობა ენიჭება სხვა კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან შედარებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კრედიტორი თანახმაა სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე. 2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება სრულდება მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნის მქონე კრედიტორს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მორატორიუმის გაუქმების მოთხოვნით. |