Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 7 ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები. 1. ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ბ) მიკრობანკის საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი, სათანადო ცოდნა, უნარი და გამოცდილება; გ) განსჯის დამოუკიდებლობა − ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს უნარი, გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე, შეაფასოს მმართველი ორგანოების სხვა წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი; დ) საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დრო; |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 7 ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა – ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული სხვა მიკრობანკის, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სუბიექტი/სუბიექტები ექვემდებარება /ექვემდებარებიან იმ მიკრობანკის კონტროლს ან არის/არიან იმ მიკრობანკის მაკონტროლებელი სუბიექტი/სუბიექტები, რომელშიც მას ადმინისტრატორის პოზიცია უკავია. ადმინისტრატორი არ უნდა იყოს 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი. ამასთანავე, 1 აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია 2 არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია 5 არააღმასრულებელი პოზიციის დაკავება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები არ გაითვალისწინება. ამავე ქვეპუნქტის მიზნებისთვის 1 პოზიციად მიიჩნევა: ე.ა) ერთ ჯგუფში დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს მიკრობანკს, მის სათავო საწარმოს და შვილობილ საწარმოს/საწარმოებს; ე.ბ) იმ საწარმოში/საწარმოებში დაკავებული პოზიციები, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილსაც ფლობს მიკრობანკი. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 7 2. ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი. შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებისას იგი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს ამ კრიტერიუმების მიკრობანკის ზომის, ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით შეფასებას. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება ისეთი კრიტერიუმის შეფასებისას, როგორიცაა კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. 3. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება გულისხმობს როგორც მათი ინდივიდუალური შესაფერისობის, ისე მიკრობანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასებას. 4. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას გაითვალისწინება მრავალფეროვნების პოლიტიკა. ეს პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სულ მცირე შემდეგ ფაქტორებს: განათლება, პროფესიული გამოცდილება, ასაკი, სქესი. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 7 5. მიკრობანკი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და არ დანიშნოს პირი ადმინისტრატორად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო დანიშნული პირის აღნიშნულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევებში ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორის დანიშვნაზე გაცემული პირობითი თანხმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან ავტომატურად გაუქმდება. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 7 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, განსაზღვროს შეფასების წესი და პროცედურა, მათ შორის, მიკრობანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივ შესაფერისობასთან დაკავშირებული საკითხები და წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. |