Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 79 სამხედრო სამსახურის ვადა და სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი. 1. სამხედრო სამსახურის ვადა, რომელიც დაკავშირებულია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლასთან, განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით. 2. სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკია: ა) რიგითების შემადგენლობისთვის − 45 წელი; ბ) კაპრალების შემადგენლობისთვის, სერჟანტების შემადგენლობისთვის (გარდა მთავარი სერჟანტისა) − 50 წელი; გ) მთავარი სერჟანტისთვის − 55 წელი; დ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 45 წელი; ე) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის (გარდა პოლკოვნიკისა) − 50 წელი; ვ) პოლკოვნიკისთვის − 55 წელი; ზ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 60 წელი. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. 4. სამხედრო მოსამსახურის ზღვრულ ასაკს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით აგრძელებს მინისტრი. თავდაცვის ძალების მეთაურის ზღვრული ასაკი გრძელდება მინისტრის გადაწყვეტილებით. |