Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 101 კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტატუსი და ფუნქციები. 1. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს (თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით). ამ მოთხოვნებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების მხედველობაში მიღების გზით განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიურო და ბრძანებით ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. კიბერუსაფრთხოების ბიურო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოქმედების სფერო არ ვრცელდება ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოზე, რომელთა უფლებამოსილებები, ფუნქციები და მოქმედების სფეროები განისაზღვრება ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონებით. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 101 4. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან, საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის შესაბამისი ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 101 5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 101 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმებისთვის ხელის შეშლა ან/და მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა. 1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 9-1 მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმებისთვის ხელის შეშლა ან/და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. |