FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  61

შესყიდვების ერთიანი ევროპული დოკუმენტი.
1. შესყიდვების ერთიანი ევროპული დოკუმენტი (European Single Procurement Document) (შემდგომ ამ მუხლში – ESPD) არის საწყისი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ეკონომიკური ოპერატორის დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობას, მის მიერ შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებთან მის შესაბამისობას. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიიღოს ESPD. თუ ეკონომიკური ოპერატორი მიიღებს გადაწყვეტილებას ESPD-ის წარდგენის შესახებ, მან ის უნდა წარადგინოს აგრეთვე შემდეგ პირებთან (არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებით:
    ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრთან დაკავშირებით – თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა;
    ბ) ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებით – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
    გ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორთან დაკავშირებით, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ქვეკონტრაქტორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  61

2. ESPD უნდა შეიცავდეს ეკონომიკური ოპერატორის ფორმალურ დასტურს, რომ დისკვალიფიკაციის საფუძვლები არ არსებობს და კმაყოფილდება ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები ან/და ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირობები. ESPD-ში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე უფლებამოსილი ორგანო ან მესამე პირი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისთვის, და ეკონომიკური ოპერატორის მზადყოფნა, მოთხოვნის შემთხვევაში ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ წარადგინოს.
3. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ESPD, რომელიც მან ადრე საჯარო შესყიდვის სხვა პროცედურაში წარადგინა. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურმა ოპერატორმა უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ESPD-ში მითითებული ინფორმაცია კვლავ ძალაშია.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  61

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო შესყიდვის პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს კანდიდატს/პრეტენდენტს დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობის, შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და ამ კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე, გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შემსყიდველი ორგანიზაცია იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელთანაც შესყიდვის ხელშეკრულება იდება, მოსთხოვს, წარადგინოს განახლებული დოკუმენტები ამ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – 62-ე მუხლის შესაბამისად. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება ეკონომიკურ ოპერატორს მისცეს წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით დაზუსტების საშუალება. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელიც მას უკვე აქვს ან ხელმისაწვდომია ელექტრონულ სისტემაში ან მონაცემთა სხვა ღია/საჯარო ბაზაში.
5. ESPD-ის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.