Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეკლამის შესახებ article 13 სპონსორობა. ამ კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის, გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დასპონსორებული – შესაბამისად, რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად. სპონსორს უფლება არა აქვს, ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და რეკლამის გამავრცელებლის საქმიანობაში. სპონსორობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომლის ნაწარმის ან საქმიანობის გავრცელებაც აკრძალულია ამ კანონით. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მწარმოებლის, იმპორტიორისა და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი (ანუ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საშუალებით) სპონსორობა. |