Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დიზაინის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); დ) დიზაინერი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა დიზაინი; ე) თანადიზაინერი – ფიზიკური პირი, რომელმაც სხვა ფიზიკურ პირთან (პირებთან) ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა დიზაინი; ვ) დიზაინის მფლობელი – პირი, რომელსაც აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლება და რომელიც საქპატენტმა დაარეგისტრირა რეესტრში დიზაინის მფლობელად; ზ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის დიზაინის საქპატენტში რეგისტრაციის ფაქტს; თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას; |
დიზაინის შესახებ article 2 ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; კ) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის ან/და 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტები; ლ) საერთაშორისო დიზაინი – ჰააგის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით საერთაშორისო ბიუროს მიერ რეგისტრირებული დიზაინი; მ) დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაცია – 1968 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ლოკარნოს შეთანხმებით შემოღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია; ნ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ო) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; |