Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 60 მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება. 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დავალების ხასიათიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს ან/და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი უკიდურესი ღონისძიების სახით, შექმნილი საფრთხისაგან (მათ შორის, საშიში ცხოველის თავდასხმისაგან) სხვისი ან/და საკუთარი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად. 3. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას, აგრეთვე მათი შენახვის, გამოყენებისა და ტარების წესს განსაზღვრავს მინისტრი. |