Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 62 უსაფრთხოების ღონისძიებები. 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად უფლებამოსილი პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები: ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება; ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება; გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა; დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება; ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს მოწყობა; ვ) დეესკალაციის ოთახში გადაყვანა. 2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
პენიტენციური კოდექსი article 62 4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ამ აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგო ან დამატებითი საგუშაგო ეწყობა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. დროებითი საგუშაგოს მეშვეობით პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს. 6. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება. |