FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  863

არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული ქმედებები.
1. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში ასეთი გემის გამოყენებით არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი ქმედების ჩადენა (ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა):
    ა) თევზჭერა ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ავტორიზაციის ან/და შესაბამისი სანაპირო ქვეყნის მიერ გაცემული თევზჭერის ლიცენზიის/ნებართვის გარეშე;
    ბ) თევზჭერის ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის (VMS) გარეშე ან სათანადო სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;
    გ) ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ვალდებულების ან/და თევზჭერის ან/და თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  863

დ) თევზჭერის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის წარუდგენლობა;
    ე) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან სხვა გემზე გადატვირთვამდე სათანადო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეუტყობინებლობა;
    ვ) აკრძალულ ტერიტორიაზე თევზჭერა, აკრძალულ დროს თევზჭერა ან/და თევზის კვოტის გარეშე დაჭერა ან დადგენილ კვოტაზე მეტი ოდენობის თევზის დაჭერა;
    ზ) აკრძალული სახეობის თევზის დაჭერა ან/და თევზჭერისთვის აკრძალული ან შეუსაბამო მოწყობილობის/იარაღის თევზის დასაჭერად გამოყენება;
    თ) თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ამოსაცნობი ნიშნის ან რეგისტრაციის დოკუმენტის გაყალბება ან დამალვა;
    ი) ამ ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული მტკიცებულების დამალვა, განადგურება ან/და დაზიანება;
    კ) სათანადო უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლისთვის შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა;
    ლ) დაშვებულზე მცირე ზომის თევზის მოპოვება, გადაზიდვა, ხმელეთზე გადმოტვირთვა ან/და სხვა გემზე გადატვირთვა;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  863

მ) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეტანილ გემზე გადატვირთვა ან ასეთ გემთან ერთად თევზჭერის ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების იმავე ნაწილით ან ამ ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 5 წლის განმავლობაში ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების რვამაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (გემი და თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  863

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი 500 ტონის ან 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების იმავე ნაწილით ან ამ ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 5 წლის განმავლობაში ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების რვამაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (გემი და თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  863

5. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში ასეთი გემის გამოყენებით არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი ქმედების ჩადენა: ელექტრონული სარეწაო ჟურნალის დაგვიანებით ან/და ხარვეზით წარმოება ან/და თევზჭერის ან/და თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის დაგვიანებით ან/და ხარვეზით წარდგენა, რამაც სათანადო უფლებამოსილ ორგანოს თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის შესახებ ჯეროვანი ინფორმაციის მიღებაში ხელი შეუშალა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეტანილ გემზე საქართველოს მოქალაქის შრომით ურთიერთობაში ყოფნა ან საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის ხელშეწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  863

7. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ იმ გემის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში ქონა, რომელიც შეტანილია ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.
8. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის იმ პირზე გასხვისება ან იმ პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, რომელიც ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეყვანილია ამ ნუსხაში შეტანილი გემის მესაკუთრედ/თანამესაკუთრედ/ბენეფიციარ მესაკუთრედ ან/და ასეთი გემის მართვაში/საქმიანობაში მონაწილე პირად, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 300 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  863

1. ამ მუხლის მიზნებისთვის თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულებაში იგულისხმება აღნიშნული პროდუქტის ის საბაზრო ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოში, ხოლო ასეთი საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − აღნიშნული პროდუქტის საერთაშორისო საბაზრო ღირებულება.
2. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი თევზჭერის ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − აღნიშნული სააგენტოს მიერ შესაბამისი თევზჭერის ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძველი.