Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ article 12 საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში. საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვთ: ა) მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია; ბ) მიმართონ უფლებამოსილ ორგანოებს და მოსთხოვონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; გ) მონაწილეობა მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობასთან, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში. |