Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნორმატიული აქტების შესახებ article 22 ნორმატიული აქტის გაუქმება. 1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას. 2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. 3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. 5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 22 6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი მისი უკანონობის ან მიზანშეუწონლობის მოტივით. 8. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 22 81. თუ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. 9. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 22 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. |