Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 93 დისციპლინური სამართალწარმოება. 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. ეს ფაქტი აღინიშნება დისციპლინური სამართალწარმოების ოქმში. 2. ზეპირი მოსმენის დროს არასრულწლოვან ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომის, ჩანაწერების გაკეთების და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება. 3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვისას ჰყავდეს ადვოკატი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება. |