FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  3

კოდექსის მოქმედების სფერო.
1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
2. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე:
    ა) საქართველოს პარლამენტი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
    ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოები;
    გ) საქართველოს სახალხო დამცველი;
    დ) საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები;
    ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
    ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №700); ვ-1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური; ზ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.
3. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.
4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  3

ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან;
    ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან;
    გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან; გ-1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან;
    დ) სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს;
    ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების უფლებამოსილებებთან, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით, 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 71-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან;
    ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  3

5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე , რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო , უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან . სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან /და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად .