FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  49

შერწყმის დასრულება.
1. შერწყმა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ-8.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
    ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება;
    ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება;
    გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ-8.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
    ა) ახლად დაფუძნებულ მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება;
    ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება;
    გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  49

4. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ-8.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
    ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს  გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) წმინდა აქტივები;
    ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან;
    გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) განაგრძობს (განაგრძობენ) არსებობას ვალდებულებების ამოწურვამდე.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები საინვესტიციო ფონდი გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) სამართალმემკვიდრე ხდება.
6. ამ მუხლის შესაბამისად დასრულებული შერწყმის ბათილად ცნობა დაუშვებელია.