Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 3 კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები. 1. კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები: ა) იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები; ბ) დამატებითი აქტივები; გ) დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები. 2. კომერციულ ბანკს ეკრძალება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში აქტივის შეტანა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) ამ აქტივზე ვრცელდება ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება; ბ) ეს აქტივი დეფოლტშია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) სესხის ხელშეკრულება წარმოშობს ნამდვილ და აღსრულებად ფულად მოთხოვნას, რომლის ღირებულების დადგენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი; ბ) იპოთეკა აკმაყოფილებს მისი წარმოშობისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას და აღსრულებადია; გ) კომერციულ ბანკს, როგორც კრედიტორს, შეუძლია იპოთეკის საგნიდან თავისი მოთხოვნის დროის გონივრულ მონაკვეთში დაკმაყოფილება; დ) იპოთეკა პირველი რიგის უფლებაა. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 3 4. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის მომენტისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა (ან მისი ნაწილი), რომელიც ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება, არ უნდა აჭარბებდეს აღნიშნული იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60 პროცენტს, თუ იპოთეკის საგანია არასაცხოვრებელი უძრავი ქონება, ხოლო თუ იპოთეკის საგანია საცხოვრებელი უძრავი ქონება − 80 პროცენტს. ამ პუნქტით დადგენილი წესი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ერთზე მეტი იპოთეკური სესხი ერთობლივად უზრუნველყოფილია ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის დააწესოს სესხის უზრუნველყოფის ამ პუნქტით დადგენილზე უფრო მკაცრი ზღვარი. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 3 5. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის (ან მისი ნაწილის) მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან თანაფარდობა გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ზღვარს, აღნიშნული იპოთეკური სესხის ძირითადი თანხა (ან მისი ნაწილი), რომელიც ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება, პროპორციულად შემცირდება. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი აქტივები დაამატოს, თუ ეს აუცილებელია ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად. 6. იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში დამატებითი აქტივების სახით შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები: ა) დეპოზიტები; ბ) საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის (სუბიექტების) მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები; |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 3 ე) დერივატივის პირობების თანახმად, თუ დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარის კრედიტუნარიანობა მიუღებელ ზღვრამდე შემცირდა, იგი სხვა კონტრაჰენტით ჩანაცვლდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარე ემიტენტს საკმარის უზრუნველყოფას წარუდგენს; ვ) დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარე ფინანსური ინსტიტუტია. 9. თუ ამ კანონით ან იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ემიტენტი არ არის ვალდებული, უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული ფულადი სახსრები პროგრამის კრედიტორებს გაუნაწილოს ან/და ეს სახსრები უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში განათავსოს. ეს პუნქტი გავლენას არ ახდენს ემიტენტის ვალდებულებაზე, გადაიხადოს იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი ემისიის პირობების შესაბამისად. 10. ემიტენტი ვალდებულია განახორციელოს უზრუნველყოფის აქტივების სეგრეგაცია თავისი სხვა აქტივებისგან იმგვარად, რომ უზრუნველყოფის აქტივები მუდმივად იდენტიფიცირებული იყოს და მათზე ხელი არ მიუწვდებოდეთ, პროგრამის კრედიტორების გარდა, ემიტენტის სხვა კრედიტორებს საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 3 11. ამ მუხლის პირველი, მე-3−მე-5 და მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უზრუნველყოფის აქტივებზე. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 3 გ) საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის (სუბიექტების) მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები. 7. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80 პროცენტზე ნაკლები. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და პროგრამის კრედიტორთა არსებით ინტერესებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი, რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60 პროცენტზე ნაკლები. ამ პუნქტის მიზნებისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 3 8. ემიტენტს შეუძლია საბაზრო რისკები (მათ შორის, საპროცენტო რისკი და სავალუტო რისკი), რომლებიც გავლენას ახდენს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაზე, მართოს დერივატივის (დერივატივების) გამოყენებით, თუ იგი აღნიშნულ დერივატივს (დერივატივებს) უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დაარეგისტრირებს. დერივატივი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული რისკების ჰეჯირების მიზნით და უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ პირობებს: ა) დერივატივი დადებულია ჩარჩოხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ნებადართულია მხოლოდ იმ მოთხოვნათა საბოლოო ურთიერთგაქვითვა, რომლებიც წარმოიშობა უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული დერივატივიდან (დერივატივებიდან); ბ) დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარემ წინასწარ განაცხადა თანხმობა უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დერივატივის რეგისტრაციაზე; გ) დერივატივის ხელშეკრულება შედგენილია წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით); დ) დერივატივის პირობების მიხედვით, აკრძალულია დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ დერივატივის შეწყვეტა ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვა, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევისა; |