FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

პენიტენციური კოდექსი

article  21

მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები.
1. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს:
    ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
    ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
    გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;
    დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
    ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
    ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
    ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები;
    ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები;
პენიტენციური კოდექსი

article  21

გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები;
    დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
    ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;
    ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები;
    ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას შესაბამისი მატერიალური ფასეულობები;
    თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
    ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებით (ხარჯვით) ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები;
    კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;
პენიტენციური კოდექსი

article  21

ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სამსახურის მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს;
    მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს ისინი კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საიარაღო სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი;
    ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
4. მოსამსახურეს ეკრძალება:
    ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა;
    ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში) მონაწილეობა;
პენიტენციური კოდექსი

article  21

გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. ეს ქმედება ჩაითვლება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად;
    დ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის  120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირთან/პირებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ მიეკუთვნება მის სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა ან შესანახად ან სხვა მიზნით მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება, რომელიც არ უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას.
5. მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. სამსახურში მიღებულ პირს უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოსამსახურის მიერ პოლიტიკური შეხედულებით მოქმედება. მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პოლიტიკური შეხედულების ან პარტიული კუთვნილების გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
პენიტენციური კოდექსი

article  21

6. მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
7. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებითა და მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით.