FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  81

რეაბილიტაციის გეგმის პროექტი.
1. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მოვალის საქმიანობის ანგარიშისა და კრედიტორთა რეესტრის მონაცემების საფუძველზე ამზადებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტს და მას კრედიტორებს წარუდგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ ვადის ამოწურვამდე რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს აღნიშნული ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 თვით გაგრძელების მოთხოვნით. ეს მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში კრედიტორებისთვის რეაბილიტაციის გეგმის პროექტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ობიექტური მიზეზებით უნდა იქნეს ახსნილი.
2. თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს მართვაში მყოფი მოვალე ამზადებს, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის კრედიტორებისთვის შეთავაზებამდე და შესაბამისი მოლაპარაკების წარმოებისას მან უნდა გაითვალისწინოს რეაბილიტაციის ზედამხედველის დასაბუთებული შენიშვნები (არსებობის შემთხვევაში), რომელთა მიზანია რეაბილიტაციის გეგმის პროექტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
3. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს:
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  81

ა) მოვალის კორპორაციულ მონაცემებს. მიეთითება პარტნიორები და რეგისტრირებული დირექტორი (დირექტორები);
    ბ) ინფორმაციას რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის შესახებ (ვინაობას/დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს), მისი დანიშვნის თარიღს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების ასლს;
    გ) თარიღს, როდესაც რეაბილიტაციის გეგმის პროექტი კრედიტორებს უნდა წარედგინოს;
    დ) მოვალის საქმიანობის ანგარიშის ასლს ან ამ ანგარიშის მოკლე შეჯამებას (გარდა გამჟღავნებისგან დაცული ნაწილისა), ინფორმაციას მოვალის საქმიანობის ანგარიშის შემდგენის ვინაობის შესახებ, ანგარიშისთვის დართულ რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის შენიშვნებს;
    ე) თუ სასამართლოს განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ შეიზღუდა მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნება − სასამართლოსთვის შესაბამისი განცხადების წარდგენისა და ამ განჩინების გამოტანის თარიღებს;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  81

ვ) თუ ამ კანონით დადგენილი წესით მოვალის საქმიანობის ანგარიში არ ან ვერ მომზადდა − რეაბილიტაციის მმართველის მიერ მომზადებულ მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეძლებისდაგვარად გვიანდელი თარიღის მდგომარეობით, რომელიც არ უნდა იყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღზე ადრინდელი;
    ზ) კრედიტორთა რეესტრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის საქმიანობის ანგარიში ან მისი მოკლე შეჯამება კრედიტორთა სრულ რეესტრს შეიცავს;
    თ) შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც მიღწეული უნდა იქნეს რეაბილიტაცია და რომელიც შეიძლება მოიცავდეს: თ.ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას, როგორც რეაბილიტაციის რეჟიმის შემადგენელ ერთ-ერთ ნაწილს; თ.ბ) მოვალის ვალდებულებების ცვლილებას: თ.ბ.ა) ვალების გადახდის გადავადებით; თ.ბ.ბ) ძირითადი ვალისა და პროცენტის შემცირებით ან გაუქმებით; თ.ბ.გ) ძველი ვალის ახალი ვალით დაფარვით; თ.ბ.დ) მოთხოვნების სხვაგვარად დაკმაყოფილებით; თ.ბ.ე) მოთხოვნების მოვალის საწარმოში ან სხვა საწარმოში წილად გარდაქმნით. ამისთვის სავალდებულოა შესაბამისი კრედიტორის თანხმობის წინასწარ მიღება;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  81

6. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის, რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის შენარჩუნებას. თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი აღნიშნულ მექანიზმს არ ითვალისწინებს, კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით რეაბილიტაციის გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების შესახებ.
7. რეაბილიტაციის გეგმის პროექტს რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი შედგენისთანავე უგზავნის ყველა ცნობილ კრედიტორს და მოვალის ყველა პარტნიორს.
8. კრედიტორი უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს  ან/და კრედიტორთა კომიტეტს (არსებობის შემთხვევაში) კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევის გაგზავნამდე ნებისმიერ დროს, კრედიტორთა კრებაზე განსახილველად წარუდგინოს რეაბილიტაციის გეგმის საკუთარი პროექტი. იგი განიხილება ამ კანონის 82-ე მუხლით დადგენილი წესით.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  81

9. რეაბილიტაციის მმართველმა/რეაბილიტაციის ზედამხედველმა კრედიტორებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტთან ერთად უნდა წარუდგინოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურებისა და გაწეული ხარჯების დეტალური აღწერილობა, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ოდენობები.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  81

თ.ბ.ვ) იმ პირობით, რომ გადახდისას, პირველ რიგში, იფარება ვალის ძირითადი თანხა, ხოლო მისი დაფარვის შემდეგ – სხვა ხარჯები და გადასახდელები; თ.გ) ამ კანონით დადგენილ ფარგლებში მოვალისა და კრედიტორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას;
    ი) მითითებას კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების ფორმის თაობაზე (მოწონება კრედიტორთა კრებაზე ან მის გარეშე, ალტერნატიული პროცედურის (წერილობითი თანხმობის გაცემა, ელექტრონული მიმოწერა, დისტანციური მონაწილეობა და სხვა) გამოყენებით);
    კ) ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა მოვალის მართვა და დაფინანსება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ, მათ შორის, იმის თაობაზე, განხორციელდა თუ არა მოვალის აქტივის განკარგვა (მიეთითება მისი განკარგვის მიზეზები და პირობები), და ახსნა-განმარტებას, თუ როგორ გაგრძელდება მოვალის მართვა და დაფინანსება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში;
    ლ) მოვალის წმინდა აქტივების შეფასებით ღირებულებას;
    მ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის საქმიანობის ანაზღაურების ოდენობას და მისი გაანგარიშების საფუძვლებს;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  81

ნ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ გაწეული ნებისმიერი სხვა მომსახურების ხარჯს, იმ პირობით, რომ ეს ხარჯი უნდა მოიწონოს კრედიტორთა კომიტეტმა, ხოლო კრედიტორთა კომიტეტის არარსებობის შემთხვევაში ის უნდა დაამტკიცონ კრედიტორებმა გადაწყვეტილების მიღების პროცედურით;
    ო) ამ კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის თარიღს;
    პ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც, რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მოსაზრებით, კრედიტორებს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
4. პრეფერენციული მოთხოვნები რიგითობის მიხედვით თანაბარია. პრეფერენციული ვალები სრულად უნდა იქნეს გადახდილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის აქტივები მათი სრულად დაფარვისთვის საკმარისი არ არის, რა დროსაც პრეფერენციული ვალები თანაბარი პროპორციით მცირდება.
5. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი შეიძლება ითვალისწინებდეს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გამოყენების საკითხს. რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიებები ძალაში რჩება ამ გეგმის შესრულების პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება მორატორიუმის რომელიმე ღონისძიების გაუქმების შესახებ.