Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 23 საგადახდო დავალება. 1. მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს პროვაიდერის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას. 2. საგადახდო დავალების ფორმასა და სტრუქტურას განსაზღვრავს პროვაიდერი. 3. პროვაიდერი პასუხისმგებელია საგადახდო დავალების საგადახდო სისტემისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დამატებულ ინფორმაციაზე. 4. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის. 5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებული წესი. |