FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  27

საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ანკეტირება.
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – სათანადო თარჯიმნის დახმარებით. სამინისტროსთვის წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები პირის არასრულწლოვან ოჯახის წევრთა შესახებ. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისათვის პასუხისმგებელია მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
3. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის ცნობა მის მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე გაიცემა.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  27

4. ანკეტის შესავსებად გასაუბრება ტარდება პირის ყველა სრულწლოვან ოჯახის წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს თავშესაფრის მაძიებელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობება ანკეტირების ჩატარების თარიღი.
5. ანკეტირების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ტარდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. ანკეტირების აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  27

6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა განემარტოს მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს აცნობოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია მათი შეცვლის შემთხვევაში. ამასთანავე, თავშესაფრის მაძიებელს უნდა განემარტოს, რომ არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეწყდება.
7. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ სამინისტრო იღებს 14 წელს გადაცილებული თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდებს. მიღებული მონაცემები თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება და მათი დამუშავება შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღება და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  27

8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია თავშესაფრის მაძიებლისათვის წარმოშობს ამ კანონის 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
9. თავშესაფრის მაძიებლისთვის ანკეტირების ჩატარების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი წესით ან დაჩქარებული წესით, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე.
10. ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის დადგენილი ყველა მოთხოვნა და პროცედურა.
11. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.