FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  44

მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა.
1. საჯარო შესყიდვა, როგორც წესი, ერთწლიანია. ერთწლიანი საჯარო შესყიდვის ანაზღაურება ხორციელდება მიმდინარე საბიუჯეტო წლისთვის გათვალისწინებული ასიგნებებით. შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან და საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, საჯარო შესყიდვა შეიძლება მრავალწლიანი იყოს.
2. თუ საჯარო შესყიდვა არ მიიჩნევა ერთწლიანად ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი მრავალწლიანია. საჯარო შესყიდვა მრავალწლიანია აგრეთვე, თუ მისი ანაზღაურება ხორციელდება ორი ან ორზე მეტი საბიუჯეტო წლისთვის გათვალისწინებული ასიგნებებით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა შეუთანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსებისთვის პასუხისმგებელ სამინისტროს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს და მიღებული თანხმობა სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში, თუ ეს საჯარო შესყიდვა ფინანსდება:
    ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით;
    ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  44

4. მრავალწლიანი საჯარო შესყიდვის შეთანხმება და მიღებული თანხმობის ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნება საჭირო არ არის, თუ ამ საჯარო შესყიდვის ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, ხოლო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა – მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან საჯარო შესყიდვას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
6. მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა ყოველწლიურად აისახება წლიურ გეგმაში.