Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 61 მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები. 1. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი სარგო. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება. 5. მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 61 6. მოსამსახურეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების ღონისძიება, სხვა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები. |