Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 88 ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება. 1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყველა სისტემით მოსარგებლეს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის დაკავშირებული სისტემის გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირების დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროებების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ; დ) მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით სთავაზობს როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტად მომსახურებას. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას; ე) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას; ვ) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობასთან, ჩაჭირხვნაუნარიანობასა და მიწოდებაუნარიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ და კომბინირებულ მომსახურებებს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 88 2. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს დაუსაბუთებლად მაღალ ტარიფს. 3. ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით. 4. აუცილებლობის შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შესაძლოა გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 5. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე. |