Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 9 საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო. 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს: ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში დახმარების გაწევა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შერჩევის პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების გაწევა; დ) საჭიროების შემთხვევაში, მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 9 ე) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევის, დაქირავებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ვ) შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირება, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა; ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა; ი) სტანდარტული დოკუმენტების ფორმების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების, შემუშავება. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო თავის ფუნქციებსა და ამოცანებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. |