Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 58 ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა. 1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის საფუძვლით, აგრეთვე თუ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების გაწევაში ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დაშვებაზე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის თქმის მიზეზებსდა წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ, ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 58 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად, თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების დაფარვას. 4. კომისია შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური. 5. პირი, რომელსაც უარი ეთქვა ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოა, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას. |